20:24 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 13:17:37, 630 ნახვა

საზოგადოება
ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია გრძელდება

ტყიბულის შახტების კონსერვაცია ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომელიც გაფიცულ მაღაროელებთან ჩავიდა.

დეპუტატი მოლაპარაკებას ყველა მხარესთან გამართავს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან. ტყიბულის შახტების კონსერვაცია მიუღებელია ჩვენთვის. მხარეებს ვთავაზობ, რომ მემორანდუმი, რომელიც გაფორმებული იყო კომპანიასთან სასამართლოში წავიღოთ სამუშაო პროცესის განახლების პარალელურად,“ - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ცნობისთვის, ტყიბულელ მეშახტეთა საპროტესტო აქცია გრძელდება. მაღაროელები და მათი მხრადამჭერები დილიდან ისევ საქნახშირის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია. ხელფასების 40 პროცენტამდე გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

კომპანიაში კი აცხადებენ, რომ   ამ ეტაპზე მათ მაღაროელებს მხოლოდ ხელფასების  5%-ით ზრდა შეუძლიათ შესთავაზონ:

"ჩვენს მიერ შეთავაზებული იქნა ის მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა ამ ეტაპზე გაკეთებულიყო კომპანიის მეირ. დაუყოვნებლივ 5%-იანი ხელფასების ზრდა. ის ციფრი, რაც დასახელებულია, პირდაპირ გეტყვით, არის აუწევადი კომპანიის მიერ", - აცხადებენ კომპანია "საქნახშირში".

კომპანიაში დასძენენ, რომ შექმნილ ვითარებაში უსაფრთხოების მიზნით მენეჯმენტი იძულებულია გარკვეული უბნების კონსერვაცია განიხილოს, რაც მეშახტეებისთვის მიუღებელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics