2024-11-26 14:02:10, 328 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - აქტიურად ვმუშაობთ დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების განვითარება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
„სამინისტრო აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს. ასევე, მიმდინარე წელს დამტკიცდება კანონპროექტი დნმ-ის ბაზის შექმნის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიული ტექნიკური საშუალებების განახლება და ცალკეული საექსპერტო მიმართულებების აკრედიტაციის სფეროს გაფართოება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),