2016-02-29 12:41:46, 696 ნახვა
საზოგადოება
საბავშო ბაღების თანამშრომელთა შესარჩევის კონკურსის გასაუბრების ეტაპი გადაიდო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკადრო რეზერვის შესაქმნელად ჩატარებული კონკურსის გასაუბრების ეტაპი 14 მარტამდე გადაიდო.
მერიის ინფორმაციით, გასაუბრება დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე მოწვეული იქნება ყველა კონკურსანტი, რომელმაც ტესტირების ეტაპზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (21 ქულა) გადალახა.
„გასაუბრებას ჩაატარებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვისა და კოორდინაციის სამსახური.
შესაბამისი ჯამური ქულის დაგროვების შემთხვევაში, კონკურსანტი ჩაირიცხება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკადრო რეზერვში და ვაკანსიის გაჩენისთანავე, თბილისის სხვადასხვა საბავშვო ბაგა-ბაღში ეტაპობრივად დასაქმდება”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან