|
2024-11-25 08:59:11, 496 ნახვა
სამართალი
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რუსთაველზე აქციის მონაწილე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ა.გ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2021 წელს ა.გ.-ს მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მისი მხრიდან მშობლის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ა.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4 დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)