|
2024-11-21 11:43:45, 480 ნახვა
სამართალი
„დამირეკეს, რომ საქმეა აღძრული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო“ - ნიკო მანაგაძე საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
აქტივისტი ნიკო მანაგაძე აცხადებს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როგორც საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს ეხება.
ცნობისთვის, გუშინ, 20 ნოემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყეს. სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)