|
2024-11-19 10:52:17, 441 ნახვა
სამართალი
ოპერატორი სერგი ბარამიძე გაათავისუფლეს, მას სახის არეში დაზიანებები აღენიშნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორმა სერგი ბარამიძემ დატოვა. დაკავებულ ოპერატორს სახეზე დაზიანებები აღეიშნება. მათ შორის დაზიანებები აღენიშნება მარცხენა თვალის თავის და მარჯვენა თვალის არეში. „ვიღებდი დაკავებულებს, როცა მათი დაკავება დაიწყო, არაფერი მოწოდება არ გამიგია ამ პოლიციელებისგან და დაკავებულებს, რომ ვიღებდით ამ დროს მოხდა ჩემი დაკავებაც. რაღაც ხელი შეუშალეთ არ ვიცი, მეუბნებოდნენ რომ სავალი ნაწილი რატო არ დატოვეო, ჩვენ მოგიწოდეთო. ძირს ვეგდე და მირტყამდენ, ყველა პოლიციელი მირტყავდა ვისაც გაუხარდებოდა. ადმინისტრაციული წესით ვიყავი დაკავებული და უბრალოდ ხელწერილი დამაწერინეს და განმიმარტეს, რომ როცა დაგირეკავ მივიმალო. მე მაინც ტელევიზიის თანამშრომელი ვარ და ჩემს საქმიანობას ვასრულებდი» ამბობს სერგი ბარამიძე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)