|
2024-11-18 16:26:42, 442 ნახვა
სამართალი
გიორგი ლიფონავა და ვანო გომურაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა, პარტია „ახალის“ წევრი, ნიუტონის თავისუფალი სკოლის მასწავლებელი ვანო გომურაშვილი და მოქალაქე ბექა კახიძე დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. როგორც ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ „TV პირველთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული პირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონოდ დააკავა.
დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა გიორგი ლიფონავამ, რომლის თქმითაც, დაჭერებით ცდილობენ, ადამიანების დაშინებას, მაგრამ ამის მიუხედავად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მაინც აპირებს.
რაც შეეხება ვანო გომურაშვილს, „ახალის“ წევრი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დაკავებამდე მას ემუქრებოდნენ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა, პარტია „ახალის“ წევრი, ნიუტონის თავისუფალი სკოლის მასწავლებელი ვანო გომურაშვილი და მოქალაქე ბექა კახიძე 16 ნოემბერს დააკავეს. აღნიშნული პირების დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) შეკრებილი აქციის მონაწილეები, შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ, აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობას მართავდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)