22:21 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 15:40:18, 390 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა სარფში 4 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მომავალი, საქართველოს მოქალაქის,  მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად (ავტომობილის სალონში არსებული სავარძლის ქვეშ), 3 900  გრამი არადეკლარირებული  ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  505 667.28 ლარი შეადგინა.

„საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics