17:33 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 20:17:52, 381 ნახვა

საზოგადოება
მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით. გორგასლის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ევროპის მოედნიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი.

"რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N301, N331, N333, N345, N350, და N371, ასევე, მიკროავტობუსები: N538, N547, N550 და N580 ევროპის მოედნის ნაცვლად, გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და თავისუფლების მოედნიდან მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურებიან. 

უკუმიმართულებისას ცვლილება შეეხება მხოლოდ N333-ის მარშრუტს. კერძოდ, მიკროავტობუსი ვაზისუბნის დასახლების მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას
სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics