|
2016-02-26 14:39:52, 1160 ნახვა
კომენტარი
მაია ფანჯიკიძე: იმედია, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა უსწრაფესად ვიცოდეთ, რა მოხდა
პარტია "თავისუფალი დემორკატების" წევრ მაია ფანჯიკიძისთვის უცნობია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მისი თანაგუნდელის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრა. როგორც ფანჯიკიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, იმედი აქვს, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უსწრაფესად დადგინდეს, რა მოხდა. "აბსოლუტურად არაფერი არ ვიცი, რა მოხდა და როგორ მოხდა. ვიცი, რომ არის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და არის დაჭრილი. იმედი მაქვს, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უსწრაფესად ვიცოდეთ, რა მოხდა. არავინ არაფერი არვიცით",-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ალექსი პეტრიაშვილს ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. შეგახსენებთ, დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)