11:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 15:18:03, 395 ნახვა

ეკონომიკა
SOLO Books-ისა და Visa-ს მხარდაჭერით, ბესტსელერი „ბიზნესის გული“ ქართულ ენაზე გამოიცა

უბერ ჟოლის წიგნი “ბიზნესის გული“ SOLO Books-ისა და Visa-ს პროექტის ფარგლებში, ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდება. Wall Street Journal-ის ბესტსელერი “ბაბლჰედთან“ თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა.

წიგნის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის ლაუნჯში გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის, მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია. სპიკერები “ბიზნესის გულის“, მასში მოთხრობილი ელექტროტექნიკის ამერიკული ქსელის “ბესტ-ბაის“ წარმატების ისტორიის შესახებ ისაუბრებენ და მომავალ მკითხველს მათ გამოცდილებებს გაუზიარებენ.

პანელურ დისკუსიას გაუძღვებიან:

  • თიკა რუხაძე - ACT-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. უფროსი მენეჯმენტ კონსულტანტი ლიდერების, გუნდებისა და ორგანიზაციების წარმატებული ტრანსფორმაციის მრავალწლიანი გამოცდილებით;
  • დეა ჩხაიძე - Creative Leadership Hub-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ლიდერობის და ორგანიზაციული კულტურის კონსულტანტი. ლიდერების აკრედიტებული ქოუჩი;
  • გივი გიორგაძე - გამომცემლობა “ბაბლჰედის“ თანადამფუძნებელი. სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი;
  • ლევან გიორგაძე - გამომცემლობა “ბაბლჰედის“ თანადამფუძნებელი. “გასტრონომ ჯგუფის“ ბიზნეს კონსულტანტი. “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ყოფილი დირექტორი და წარმატებული სტარტაპების “ქროსთის“ და “ვენროლის“ თანადამფუძნებელი.

წიგნის შეძენა ექსკლუზიურად SOLO ბუტიკში, 4 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის, SOLO Books-ის მიზანი, ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის მსოფლიო ბესტსელერების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. SOLO Books-ის სერია გაგრძელდება და თავისი ახალ-ახალი გამოცემებით არაერთხელ გაგიღებთ კარს მსოფლიო ლიტერატურის შთამბეჭდავ სამყაროში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics