|
2024-09-19 13:03:01, 283 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თქვენ, ახალგაზრდები ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალური პროგრამის “ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში თბილისის მერიისა და “სქილვილის“ შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო - ღონისძიება “სქილვილის“ დამფუძნებელმა გიორგი მარიამიძემ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დედაქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროგრამის მიზნებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. “ქვეყანაში ბევრია ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს. პარალელურად, გვყავს ბიზნეს სექტორი, რომელიც ითხოვს კვალიფიციურ, პროფესიონალ კადრებს. შესაბამისად, დაახლოებით 5 წლის წინ, დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რითიც ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, კვალიფიკაცია აიმაღლონ, კიდევ უფრო მაგარი პროფესიონალები გახდნენ და შემდეგ უკვე დავეხმაროთ სამუშაოს მოძიებაში და დასაქმებაში. ამ პროგრამაში 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა და მათი 70 პროცენტი დასაქმდა. ორი წლის წინ “სქილვილთან“ დავიწყეთ თანამშრომლობა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ორგანიზაციას. ციფრული ტექნოლოგიები დღეს ძალიან მოთხოვნადი და განვითარებადია, მომავალი ზუსტად ამისკენ მიდის. შესაბამისად, აქაც გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს, განვითარდეს, კიდევ უფრო გაძლიერდეს, აიმაღლოს კვალიფიკაცია და შემდეგ, როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, მხარი დავუჭიროთ მათ დასაქმებას“,- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და მეტ ადამიანს მიეცემა გადამზადების შესაძლებლობა. კახა კალაძემ ასევე მიმართა პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს. “მინდა, წარმატება გისურვოთ. კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა. თქვენ, ახალგაზრდები ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა იმისთვის, რომ თქვენი ნიჭი მოახმაროთ ჩვენს ქვეყანას და მის განვითარებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა. თბილისის მერიისა და “სქილვილის“ სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეორე წელია ხორციელდება პროგრამა “ისწავლე და დასაქმდი“. პროექტის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ციფრული პროფესიები და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. “სქილვილთან“ თანამშრომლობის ფარგლებში დღეისათვის, 700-ზე მეტი ახალგაზრდა დაეუფლა ციფრულ პროფესიას.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)