17:03 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 10:44:46, 463 ნახვა

საზოგადოება
როთი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე - ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან

ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას.

როთი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ჰომოფობიური კანონი გააუქმოს.

"ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან.

კესარია აბრამიძე მოკლეს.

საქართველოს პარლამენტის მიერ ანტი-LGBTI კანონის მიღებიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ.

ღრმად ვარ შეძრწუნებული და მოვუწოდებ მმართველ პარტიას - "ქართულ კოშმარს", დაუყოვნებლივ გიწვიოს სამარცხვინო კანონი",- წერს როთი X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. დღეს, 19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics