12:34 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 10:47:20, 441 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს

"საქართველოს ბანკი"  სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას  განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი არაერთი წელია, Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობს. ამჯერად კი, 18 სექტემბერს, სტარტაპ გრაინდის ორგანიზებითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, სინგაპურის, იაპონიისა და დუბაის სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები დაფინანსების მოძიების პროცესში ამბის თხრობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. 

ღონისძიების სპიკერია კურტის ბერგი, სტარტაპ გრაინდ სინგაპურის ხელმძღვანელი. იგი სტარტაპებს გაუზიარებს ხერხებს, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტიანად წარმოაჩინონ საკუთარი ხედვები და პროდუქტები ინვესტორების წინაშე, რათა  კაპიტალი მოიზიდონ. იგი ასევე განიხილავს გლობალურ ბაზრებზე არსებულ  უნიკალურ შესაძლებლობებს, როგორიცაა  ვენჩერული კაპიტალის ფინანსური ჰაბები.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსია სტარტაპ გრაინდ სინგაპურის, დუბაისა და იაპონიის დირექტორების მონაწილეობით, რომლებიც მასშტაბირებისა და ახალი ბაზრების ათვისების საკითხებს განიხილავენ.

დისკუსიის შემდეგ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ინოვატორებსა და ინვესტორებს ერთმანეთის გაცნობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ. 

ღონისძიება 18 სექტემბერს 18:00 საათზე, თბილისში, ტერმინალში, აბაშიძის 34 ნომერში ჩატარდება.  ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:  
https://www.startupgrind.com/e/m4tv5u.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics