|
2024-08-30 15:46:55, 417 ნახვა
საზოგადოება
დავით დევიძე - ორშაბათი, 2 სექტემბერი არის ბოლო სამუშაო დღე, როდესაც ნებაყოფლობით შეიძლება წარმოადგინონ განცხადებები ორგანიზაციებმ
ორშაბათი, 2 სექტემბერი არის ბოლო სამუშაო დღე, როდესაც ნებაყოფლობით შეიძლება წარმოადგინონ განცხადებები ორგანიზაციებმა. საჯარო რეესტრი არ არის მოწოდებული ვინმე დააჯარიმოს. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ეს პროცედურა და დავეხმაროთ ყველა ორგანიზაციას, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ისაუბრა. დავით დევიძის განმარტებით, საჯარო რეესტრი მზად არის კონსულტაცია გაუწიოს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც რეგისტრაციის პროცესში კითხვები გაუჩნდება. ვეწევით საინფორმაციო კამპანიას. ყველა წერილს და კითხვას, რაც შემოდის, ვპასუხობთ სრულყოფილი განმარტებით. ჩვენი მიზანია, ხარვეზების დადგენის შემთხვევაში ვეთანამშრომლოთ, ვესაუბროთ ორგანიზაციებს. ვუხსნით, კონკრეტულ ველში რა ჩაიწეროს,- ამაზე სატელეფონო კომუნიკაცია გრძელდება საათობით. 120 იუსტიციის სახლია საქართველოში. ყველა თანამშრომელი დატრეინინგებულია და გადამზადებულია. ყველგან შეიძლება ამ განცხადების ჩაბარება. ძალიან გთხოვთ, რომ არავის დასჭირდეს ისეთი პროცედურა, როგორიც არის ჯარიმები. საჯარო რეესტრი ყველანაირად მხარს დაუჭერს და ხელს შეუწყობს მათ." - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)