2016-02-18 18:55:46, 549 ნახვა
საზოგადოება
ფრანგი სენატორები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ფრანგი სენატორები - პასკალ ალიზაღი და ჟიზელ ჟურდა ეწვივნენ.
შსს-ს ინფორმაციით, საფრანგეთის დელეგაციის წევრებს „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა. სტუმრები „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაესწრნენ.
ფრანგი სენატორები „112“-ის სერვისებით და სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ. სტუმრებმა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან