|
2024-08-09 11:24:27, 438 ნახვა
საზოგადოება
ავტომობილის მოვლის ხელოვნება - პროფესიად ქცეული ჰობი
„თეგეტა მოტორსი“ ზაფხულის კამპანიის ფარგლებში მორიგ ვიდეორგოლს გვთავაზობს. ამჯერად „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსი ლიკა მაისურაძე გვიზიარებს საკუთარ ისტორიას, როგორ იქცა მისთვის ავტომობილზე ზრუნვა საყვარელ პროფესიად და რას ნიშნავს „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“, როგორც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ლიკა იხსენებს, რომ ავტომობილთან პირველი შეხება ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში ჰქონდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ავტომობილზე ზრუნვის სიყვარული შვილმა მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. ასაკის მატებასთან ერთად კი, სათამაშო ავტომობილი ნამდვილმა ჩაანაცვლა და დღეს ლიკა, „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსობასთან ერთად, წარმატებით ითავსებს ავტომრბოლელობას. ის სამი სხვადასხვა ავტომობილით ასპარეზობს და ყოველი რბოლის წინ საკუთარი ხელით ამზადებს თითოეულს. ლიკასგან, სარბოლო მანქანების მოვლის სპეციფიკის გარდა, ასევე გაიგებ, რა არის მთავარი სამუხრუჭე სისტემების მოვლისას, რას უნდა მიაქციო განსაკუთრებული ყურადღება და რაც მთავარია, როგორ მიიღო სიამოვნება პროცესით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)