|
2024-08-05 14:18:40, 484 ნახვა
ეკონომიკა
რა უნდა გაითვალისწინო ფულადი გზავნილებით სარგებლობისას
ფულადი გზავნილი არის ფინანსური პროდუქტი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, სასურველი თანხა, გაუგზავნო მესამე პირს საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. რა არის საჭირო ფულადი გზავნილის შესრულებისთვის დღეს, ფულადი გზავნილების არაერთი სისტემა გამოიყენება. ფულადი გზავნილების სისტემების მომსახურებით რომ ისარგებლო, ამისთვის, გჭირდება საიდენტიფიკაციო დოკუმენტი და გზავნილის უნიკალური კოდი, რომლითაც ხდება მისი იდენტიფიცირება. იმისთვის, რომ საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა იყოს სწრაფი და უსაფრთხო, აუცილებელია, რომ ამ სერვისისთვის კომპანია სწორად შეარჩიო, ასევე, დააკვირდე რამდენიმე საკვანძო ინფორმაციას: გაცვლითი კურსი და საკომისიო ზოგიერთი კომპანია გვთავაზობს კონკურენტულ ვალუტის გაცვლით კურსებს, მაგრამ აწესებს მაღალ საკომისიოს, ზოგმა კი, შესაძლოა, შემოგთავაზოს დაბალი გადასახადი, მაგრამ ნაკლებად ხელსაყრელი გაცვლითი კურსი. ყველაზე ეფექტური ვარიანტის მოსაძებნად, უმჯობესი იქნება, თუ სხვადასხვა კომპანიების შეთავაზებებს ერთმანეთს შეადარებ. ფულის გადარიცხვის სიჩქარე ფულის გადარიცხვის სიჩქარე ამა თუ იმ კომპანიაში, შესაძლოა, მკვეთრად განსხვავდებოდეს. ზოგიერთი ფინანსური ორგანიზაცია გვთავაზობს მყისიერ გადარიცხვებს, ზოგს კი შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. გადაუდებელი შემთხვევებისთვის, აირჩიე კომპანია, რომელსაც ფულის გადარიცხვა დაჩქარებული წესით შეუძლია. აქვე, გაითვალისწინე, რომ დაჩქარებული პროცედურისთვის, შესაძლოა, მაღალი გადასახადი დაგეკისროს. გადარიცხვის მეთოდები და გადახდის ვარიანტები ფულადი გზავნილებისთვის, ფინანსური ორგანიზაციები გთავაზობენ სხვადასხვა მეთოდებს:
იფიქრე იმაზე, თუ რომელი მეთოდი იქნება ყველაზე მოსახერხებელი თანხის მიმღებისთვის. უსაფრთხოება და საიმედოობა ფულის საერთაშორისო გადარიცხვისას უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. შეარჩიე კომპანია, რომელსაც მიღებული აქვს უსაფრთხოების მკაცრი ზომები, მაგალითად, დაშიფვრა და ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია. გადარიცხვის ლიმიტები თითოეულ კომპანიას, ინდივიდუალურად, აქვს განსაზღვრული თანხის ლიმიტები გადარიცხული თანხის რაოდენობაზე. დარწმუნდი, რომ პროვაიდერს შეუძლია დააკმაყოფილოს თანხის გადარიცხვისთვის შენი მოთხოვნები. არ აქვს მნიშვნელობა, რეგულარულად აგზავნი მცირე თანხებს თუ იშვიათად - დიდ თანხებს. აირჩიე ის ფინანსური ორგანიზაცია ფულადი გადარიცხვებისთვის, რომლის სერვისებიც შეესაბამება შენს ყველა საჭიროებას. დარწმუნდი, რომ ფული დანიშნულების ადგილზე მიაღწევს უსაფრთხოდ, სწრაფად და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)