|
2015-02-12 18:47:11, 2836 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული მოძრაობის წევრი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ წულეისკირი გარდაიცვალა
ეროვნული მოძრაობის წევრი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ წულეისკირი გარდაიცვალა. მწერალი და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრი 83 წლის იყო. ნოდარ წულეისკირი დაიბადა 1932 წლის 5 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1959 წლის ჟურნალ „ცისკარის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა მისი ნოველები: „მეპაპიროსე მოსე“, „ექვთიმეს ხე“, „ლუკა“. 1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ „დილას“ პასუხისმგებელ მდივნად, „ცისკრის“, „მნათობის“ განყოფილების გამგედ. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად. ნოდარ წულეისკირის რომანი „აფთრები" იწერებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. წერის პროცესში ამ რომანის სიუჟეტზე შეიქმნა თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმი „მონანიება“. 1990 წლის ნოემბერში ნოდარ წულეისკირი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. ნოდარ წულეისკირი არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორია. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობს სოფელ წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)