|
2024-08-01 14:18:41, 422 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ზუგდიდში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ საკითხებზე ტრენინგი გაიმართა
"საქართველოს ბანკი" აგრძელებს რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბუღალტერთა კლუბის ჩართულობით, ბათუმის შემდეგ, მორიგი შეხვედრა ზუგდიდში გამართა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსური და საგადასახადო საკითხები გააცნო. ღონისძიების მონაწილეები საგადასახადო კოდექსში და შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებებში შეტანილ ცვლილებებს გაეცნენ. ასევე განიხილეს საკითხი ახალი საჯარო გადაწყვეტილება გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე. „რეგიონული ბიზნესების მხარდაჭერა "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიკვლევთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებს, შემდეგ კი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საპასუხოდ, რელევანტურ პროექტებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ. ამჯერად, რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებთან, მათ შორის ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, ფინანსური და საგადასახადო საკითხები მიმოვიხილეთ. ფინანსური საკითხების მოწესრიგება ამ ტიპის ბიზნესებისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა, შესაბამისად, მათ არაერთ შეკითხვაზე მიიღეს კვალიფიციური პირებისგან პასუხები და რეკომენდაციები. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. მცირე და საშუალო ბიზნესების ინტერესებზე მორგებული პროექტების ან შეთავაზებების აღმოსაჩენად ეწვიეთ "საქართველოს ბანკის" ვებგვერდს, ხოლო იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ღონისძიებები, ადევნეთ თვალყური "საქართველოს ბანკი ბიზნესის" "ფეისბუქ გვერდს".
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)