|
2024-07-31 15:21:44, 367 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნება - შესაბამის კვლევებს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს
თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი კვლევის დაფინანსება დაემატება, რაც შესაძლებელს გახდის, საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დონორთა ბანკში ჩასართავად და აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად, მსურველებმა თბილისის მერიას შესაბამისი საბუთებით უნდა მიმართონ. "ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა, თავის მხრივ, საქართველოში ძვლის ტვინის ალოგენური (არანათესაური) გადანერგვის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს პაციენტისა და მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან გარკვეულწილად, მათ ფინანსურ და ემოციურ ტვირთს შეუმსუბუქებს. საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნა ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით ხორციელდება. ორგანიზაციის წარმომადგენლები გასული წლის ბოლოს იმყოფებოდნენ ჩვენს ქვეყანაში და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მერიაში შეხვედრები გამართეს, სადაც შეთანხმდნენ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის და სხვა კვლევები ჩაუტარდებათ, რასაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს. "საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შესაქმნელად, მოხალისე დონორთა ბაზის არსებობა ხდება საჭირო, ამისთვის კი აუცილებელია პოტენციური დონორების კვლევა. კერძოდ, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის (HLA), C და B ჰეპატიტის და სხვა კვლევები უნდა ჩაუტარდეთ, რასაც მერია სრულად დააფინანსებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)