|
2024-07-25 11:59:02, 319 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გურამ ზესაშვილმა, სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღჭურვილია უახლესი ინვენტარით. "საჯიჯაოში პოლიციის შენობა ამ დრომდე არ არსებობდა. განყოფილებაში დასაქმებული პოლიციელები ხობის მუნიციპალიტეტის 5 სოფელს მოემსახურებიან. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცეები, ნივთმტკიცების შესანახი ოთახები, ასევე თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება და სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის არაერთი ახალი შენობა გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამომავლოდაც გააგრძელებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)