|
2024-07-24 15:18:52, 420 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, რესტორანი „წისქვილი ტერასა" გაიხსნა და სტუმრების მასპინძლობისთვის მზადაა
“თიბისის“ მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე #80-ში, “წისქვილი ჯგუფის" რიგით მე-8 რესტორანი - “წისქვილი ტერასა" გაიხსნა, რომელიც სტუმრების მასპინძლობისათვის უკვე მზადაა. პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიონი ლარია, საიდანაც “თიბისის“ თანამონაწილეობა 2 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი რესტორანი მთავარ დარბაზს სცენით, გამწვანებულ ტერასას, საზაფხულო ბარსა და ვიტრაჟულ სივრცეებს აერთიანებს. “წისქვილი ტერასას" დიზაინში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები - თიხა და ხე. ასევე, ლითონის დეტალები და მცენარეები. რესტორანში მოწყობილია სხვადასხვა ტიპის ღია სამზარეულოები, სადაც მომზადდება როგორც ქართული ტრადიციული კერძები, ისე რესტორნის ბრენდ შეფის - ალექს ნათაძის საავტორო და სეზონური კერძები. სამზარეულოში განთავსებულია როგორც მაყალი, ისე დახურული და ღია ტიპის გრილები – Josperi და Parrilla. იტალიიდან ჩამოტანილ ღუმელში კი ცომეული გამოცხვება. “თიბისი“ “წისქვილი ჯგუფის" ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია ჯგუფის დაარსების დღიდან. პირველი რესტორანი - "ეთნო წისქვილი" 2002 წელს გაიხსნა, რომელიც დღეს ქართული ტრადიციული რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელია საქართველოში და თბილისსა და მის შემოგარენში 8 რესტორანს აერთიანებს: “ეთნო წისქვილს", “ლუდის მოედანს", “ღვინის ეზოს", "წისქვილს მცხეთაში", “წისქვილს ვაკეში", “წისქვილს წყნეთში" და “წისქვილი ტერასას". ასევე, კომპანიის მფლობელობაშია მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი" და პრემიუმ პროდუქტების ორი მარკეტი “წისქვილი ბაზარი“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)