23:13 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-13 14:24:58, 544 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში პოლიმერების ტესტირების ლაბორატორია შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი საქართველოში პარკების მწარმოებლებს და იმპორტიორებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დამსწრეებს პოლიმერების ტესტირების ლაბორატორიის შესაძლებლობები გააცნეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა პარკების წარმოებასა და იმპორტის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და განიხილეს რეგულაციები, რომელთა გათვალისწინებაც ბიზნესოპერატორებს სამომავლოდ მოუწევთ.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, საქართველოს საბაჟოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და შევქმენით ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს პარკების დეგრადაციის ხარისხს და შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან. პარკების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გავეცანით მწარმოებლების საჭიროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სექტორმა შეძლოს სტანდარტების დანერგვა და მომზადებული შეხვდეს სამომავლო სახელმწიფო კონტროლს და ინსპექტირებას“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პოლიმერების ტესტირების ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ხელსაწყოებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

პოლიმერული ტესტირების ლაბორატორია საქართველოში პარკების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია დეგრადირებადი არის თუ არა მათი ნაწარმი. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ლაბორატორიაში ტესტირება ჩატარდება მხოლოდ იმ პარკებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის N472 ტექნიკური რეგლამენტის წესებისა და მოთხოვნების დაცვით არის წარმოებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics