23:12 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 17:06:55, 506 ნახვა

საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეებსა და ტექნოლოგიებზე ინფორმაცია მიაწოდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.

"მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საქსტატის თანამშრომლებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და ცესკოს თავმჯდომარემ ამომწურავად უპასუხა მონაწილეთა კითხვებს. 

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებმა პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობა“,- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics