|
2024-07-10 14:34:18, 498 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ქალაქ ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალ რეგიონულ ოფისში სამუშაო პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შენობაში განთავსდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეულები, როგორებიცაა მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. მინისტრის განმარტებით, გარემოსდაცვით სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გარემოსდაცვით სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეც აისახება. „ჩვენ დავასრულეთ ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის მშენებლობა, სადაც მოწყობილია სრულიად თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელშიც განხორციელდება კვლევები ნიადაგის, ჰაერის და წყლის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით. რეგულარულად ვახორციელებთ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, შავი ზღვის წყლის ხარისხი დადგენილ ნორმებს შეესაბამება. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებაა, რაზეც ვაგრძელებთ მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიური ოფისის და ლაბორატორიის მოწყობის მიმართულებით სამუშაოები დაწყებულია ქალაქ ქუთაისშიც“,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ლაბორატორიაში განხორციელებული კვლევები მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე რეგიონში ჩამოსული დამსვენებლებისთვის. როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ოფისი აშენდა სწორედ სახელმწიფო ინვესტიციით და ის გარემო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რასაც ოფისი იძლევა, არის საწინდარი როგორც ახალი კადრების მოზიდვისთვის, ასევე სტაჟირების იმ ანაზღაურებადი პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის, რომელიც სულ ახლახან დაინერგა. ბათუმის ახალ ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება საკვლევი კომპონენტების გაფართოება და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალი მეთოდების დანერგვა. გაიზრდება მონიტორინგის სადგურების რიცხვი, შესაძლებელი იქნება კვლევების წარმოება უახლესი მეთოდებით, ევროკავშირის წყლისა და საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივების შესაბამისად. მნიშვნელოვნად გაიზრდება სამეცნიერო-კვლევითი შესაძლებლობები მეთევზეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით როგორც საზღვაო სივრცეში, ასევე, შიდა წყალსატევებში. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ბათუმის ლაბორატორიაში, მხოლოდ მოკლე ქიმიური ანალიზი ტარდებოდა, ხოლო სინჯები სრული ანალიზისთვის იგზავნებოდა თბილისის ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიაში.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)