|
2015-02-12 16:35:40, 1355 ნახვა
ეკონომიკა
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლი ახალი რეგულაციებით განხორციელდება
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოს საშუალება ექნება უფრო ეფექტიანად და კვალიფიციურად წარმართოს ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების, საინსპექციო კონტროლის და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. მისივე თქმით, სავალდებულო ხდება საქართველოში წარმოებული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მარკირება სპეციალური ნომრით, რაც შესაძლებელს გახდის პროდუქტის მიკვლევადობას წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. თითოეულ ბოთლზე დატანილი ლოტის ნომერი (L….) მაკონტროლებლებს საშუალებას მისცემს სრული ინფორმაცია მიიღონ. როგორც მინისტრი ამბობს, ახალი რეგულაციების თანახმად, ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებითა და ექსპორტით დაინტერესებული მეწარმეებისთვის გამარტივედება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები და ექსპორტიორებისთვის ნაკლები დანახარჯებით მოხდება ექსპორტი. კერძოდ: მეწარმეები განახორციელებენ პროდუქციის ერთი მთლიანი ლოტის ერთჯერად შემოწმებას და აღარ იქნება საჭირო ამ ლოტიდან ყოველი სარეალიზაციო პარტიის ხელახალი ლაბორატორიული და საგედუსტაციო შემოწმება. „ახალი რეგულაციები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესებში ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის ამაღლებასა და პოპულარიზაციას“, – აღნიშნა დანელიამ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)