18:18 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 12:43:53, 314 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის  საყრდენი კედელი მოეწყობა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა განთავსებული, გზის სივიწროვის გამო კი, სავალ ნაწილზე ავტომობილებს ორმხრივად გადაადგილება უჭირთ.

„მოსახლეობა წლებია აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ითხოვს. გზის უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია ფერდზე საყრდენი კედლის მშენებლობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და ხუთ თვეში დასრულდება“,- განაცხადა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა ბაგების დასახლებაში ამჟამად მიმდინარე საგზაო სამუშაოებზეც ისაუბრა.

„ბაგების დასახლებაში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რაც ავარიულ მდგომარეობაში იყო. მოეწყობა ტროტუარი, გაჩნდება საპარკინგე არეალები. მიხარია, რომ დედაქალაქში ასეთი მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება. ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოს დროს პირველი რასაც ვაკეთებთ, კომუნიკაციებს ვცვლით, რაც გარკვეულ შეზღუდვებსაც იწვევს, რის გამოც ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია“,- აღნიშნა კალაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics