11:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 13:08:28, 467 ნახვა

სამართალი
ამირან გიგუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი „ტვ პირველს“ ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი სასამართლოს სარჩელით მიმართავს და ითხოვს, ცილისწამებად იქნეს აღიარებული "ტვ პირველის გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული სიუჟეტი, რომელიც შპს "ღარიბაშვილის მარანსა" და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა,- ამის შესახებ მედიასაშუალებებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა აცნობა.

„დღეს, ჩვენ სარჩელით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ სასამართლოს მიერ ცილისწამებად იქნეს აღიარებული ტელეკომპანია "ტვ პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული სიუჟეტი, რომელიც შპს "ღარიბაშვილის მარანსა" და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ ქართულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. ეს სიუჟეტი არის ნათელი მაგალითი, იმ წინასწარ დაგეგმილი ცილისწამების კამპანიისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებს ტვ პირველი და კონკრეტულად გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათი“ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის მიმართ.

ჩვენ სასამართლოს წარვუდგენთ სიცრუეზე და ცილისწამებაზე დაფუძნებულ ათობით სიუჟეტს, რომლებიც წლების განმავლობაში მზადდებოდა "ნოდარ მელაძის შაბათი“-ს მიერ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, კანონით დადგენილი წესით, თავად "ტვ პირველმა" აღიაროს, რომ ეს სიუჟეტი იყო სიცრუე. საზოგადოება კარგად დაინახავს, რომ როგორც ქარხნის შეძენა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მიერ, ისე შემდგომში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ფრანგ ინვესტორთან, სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და რომ მთელი ეს ცილისწამების კამპანია ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის დისრკედიტაციის მცდელობას“,- აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics