06:27 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 14:42:02, 318 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ჩემპიონატი „გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში 2024“ გაიმართა

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ჩემპიონატი „გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში 2024“ გაიმართა. ტურნირი ფიბა-ს სტანდარტების დაცვით ჩატარდა და 16 გუნდი მონაწილეობდა.  საპრიზო I ადგილი დაიკავა გუნდმა Scooby, II ადგილი - Dunkenstein , ხოლო III ადგილი - Mamba. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინალურ თამაშებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო და გამარჯვებულებს მედლები, თასები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. 

"ტურნირის ფარგლებში, დამატებით ორი კონკურსი გაიმართა. ნომინაციის „საუკეთესო ჩატენვა“ გამარჯვებული დავით დადუნაშვილი გახდა, ხოლო „საუკეთესო მსროლელის“ ტიტული გიორგი ელბაქიძემ მოიპოვა. ტურნირის MVP კი გახდა გიორგი გოგია", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics