|
2016-02-13 15:42:28, 810 ნახვა
ეკონომიკა
ალექსანდრე მაშკევიჩი მზადაა საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს
ალექსანდრე მაშკევიჩი, პარტნიორებთან ერთად, მზადაა საქართველოში რამდენიმე პროექტი განახორციელოს კომპანიების მეშვეობით, რომელთა ინტერესის ძირითად საგანს სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული სექტორები წარმოადგენს. ეს ის სფეროებია, სადაც, საერთაშორისო მასშტაბით, ალექსანდრე მაშკევიჩს დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი. ფარმაცევტულ სფეროში ოპერირება დაიწყო კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიამ“, რომლის მიერ იმპორტირებული ხარისხიანი მედიკამენტები რამდენიმე დღეში გამოჩნდება სააფთიაქო ქსელებში. „ჰუმანითი ჯორჯიას“ დაწყებული აქვს რეგიონში უპრეცენდენტო მასშტაბის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფარმაცევტული ქარხნის, ხარისხის კონტროლის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ლაბორატორიისა და სასაწყობო ცენტრის მშენებლობა. ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ტენდერში მონაწილეობას იღებს „ალფამედიკ კონსორციუმი“ , რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, მზადაა სექტორში სოლიდური ინვესტიციები განახორციელოს. ინვესტიციები გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე და მათი მიზანია კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მედიკამენტებზე ფასების შემცირება. ალექსანდრე მაშკევიჩის ბიზნეს–ჯგუფი საქართველოში სხვა სისტემურ პროექტებშიც გეგმავს ინვესტირებას.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)