17:15 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-12 12:16:33, 460 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - ევროინტეგრაციის კონტექსტში, ჩვენი ამოცანაა, ფერმერებს და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო. 

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა და მთავრობის წევრებმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს. 

„საქართველო წელს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნავს ევროპის დღეს. ევროინტეგრაცია ჩვენი პოლიტიკის მთავარი მდგენელია. ამ კონტექსტში ჩვენი ამოცანაა, ფერმერებს და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში. საქართველოსთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტული ბაზარი სწორედ ევროკავშირია. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები აისახება კონკრეტულ რიცხვებში. ჩვენ ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, როგორც ამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics