|
2016-02-11 16:02:23, 726 ნახვა
ეკონომიკა
საწარმოებს, რომლებიც 2011 წლის შემდეგ გაჩერებულია, დავალიანებები ჩამოეწერებათ
ს აწარმოებს, რომლებიც 2011 წლის შემდეგ გაჩერებულია, დავალიანებები ჩამოეწერებათ, - აღნიშნულს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლის შესახებაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. „გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც არ უფიქსირდებათ აქტივობები, ჩამოეწერებათ დავალიანებები, რომელიც მათ 2011 წლამდე დაუფიქსირდათ. ეს არის საწარმოები, რომლებიც 2011 წლის შემდეგ გაჩერებულია. ჩვენ ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ ახლა დაიწყონ ფუნქციონირება. ანუ 5 წელია ამ საწარმოებს არ უმუშავიათ, არანაირი ოპერაციები არ განუხორციელებიათ და ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, შარშანაც ისარგებლა ასე რამდენიმე კომპანიამ, მათ დაიწყეს მუშაობა, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, იქმნება რეალური ინვესტირების შესაძლებლობა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)