19:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 12:20:51, 429 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.5%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 325.7 მლნ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 373.6 მლნ აშშ დოლარი (შემცირდა 5.3 პროცენტით).

მათივე ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში 2 047.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics