17:35 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 14:55:18, 321 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაცია იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომიტეტის წევრებს, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

“მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს, ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე.

შეხვედრას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics