|
2024-04-10 12:13:56, 321 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - პრემიერის დავალების ნაწილი უკვე შესრულებულია, EURO 2024 ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის Wizz Air ავიაბილეთებს ფიქსირებულ ფასად ჰყიდის
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024 ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის დამატებითი რეისები ფიქსირებულ ფასად შესრულდება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დაუყოვნებლივ დაიწყო აქტიური მოლაპარაკება როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოდან გერმანიის მიმართულებით გაიზარდოს ფრენების სიხშირე უკვე არსებულ რეგულარურ მიმართულებებზე. ასევე, დაემატოს ჩარტერული რეისები იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, პირველ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია WIZZ AIR გერმანიის მიმართულებით 6 სიხშირეს ამატებს, მოთხოვნიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული რეისების რაოდენობა გაიზარდოს. 1 გზა ფიქსირებულ ფასად - 199 ევროდ ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე იყიდება. ,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევის და მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით სიხშირეები დაამატა და ბილეთები ფიქსირებულ ფასად უკვე იყიდება. დორტმუნდის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება 18,19, 26 და 27 ივნისს, ხოლო ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება 22 და 23 ივნისს. ყველა ის მოთხოვნა, რომელიც იარსებებს ფრენებთან დაკავშირებით, შევეცდებით სრულად დავაკმაყოფილოთ. პრემიერის დავალების ერთი ნაწილი უკვე შესრულებულია, დამატებით ვაგრძელებთ მუშაობას როგორც ქართულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებთან, რომ ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების - დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირე გაიზარდოს და რეისები ხელმისაწვდომ ფასად შესრულდეს“, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე. ამ ეტაპზე, გერმანიის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოს 2 საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება: თბილისიდან ბერლინი, მიუნხენი, დიუსელდორფი და შტუტგარტი. ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან: ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, ფრანკფურტი და ჰამბურგი. ჯამურად საქართველოდან გერმანიის მიმართულებით, ამ ეტაპზე, კვირაში 23 სიხშირით სრულდება ფრენები, ზაფხულის სეზონზე კი მათი რაოდენობა 30 ამდე გაიზრდება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)