|
2024-04-10 10:59:29, 331 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ „კანის ლომები 2024-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია
„თიბისი" „კანის ლომები 2024-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო შემოქმედებით ინდუსტრიაში. საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი წელს რიგით მეცხრედ ტარდება. „თიბისი" 2015 წლიდან ამ ღონისძიების მხარდამჭერია. წლევანდელ კონკურსში მონაწილეების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველობისთვის ერთმანეთს 250-ზე მეტი გუნდი 6 კატეგორიაში შეეჯიბრება. ესენია: დიზაინი, დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი, ფილმი, პიარი. წელს პირველად შეჯიბრს ახალი კატეგორია, პიარი დაემატება. კონკურსი 12 აპრილს დაიწყება, გამარჯვებული გუნდები კი 20 აპრილს გამოვლინდებიან. კონკურსში გამარჯვებულები ივნისში, კანში საქართველოს სახელით იასპარეზენ, თავიანთ პოტენციალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანენ და მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს შეეჯიბრებიან. „თიბისის" მხარდაჭერით დაჯილდოების დღეს მოეწყობა ინსპირაციული სცენა, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიის ვარსკვლავებს გააერთიანებს — ისინი დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. „თიბისი" მიზნად ისახავს ახალი თაობის შესაძლებლობების გაფართოებას, აძლევს საშუალებას მიიღონ განსხვავებული პროფესიული გამოცდილება და გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, „თიბისისთვის" მნიშნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა, რითაც ხელს უწყობს კრეატიული ინდუსტრიის განვითარებასა და შემოქმედებითი კულტურის ჩამოყალიბებას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)