|
2024-04-09 15:34:27, 700 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლომ, საქმეზე, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება, რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა. უფრო კონკრეტულად კი, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევას. გარდა ამისა, სასამართლომ კონვენციის დამატებითი პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), დამატებითი მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევაც დაადგინა. სასამართლო გამოქვეყნებულ პრესრელიზში უთითებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ცნობილია „ბორდერიზაციის“ სახელით. პრესრელიზის მიხედვით, ის „ადამიანებს უკრძალავს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტული რეგიონებს, აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის თავისუფლად გადაკვეთას". პრესრელიზის თანახმად, საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში ან „სამხრეთ ოსეთში" შესვლის ან იქიდან გასვლის მცდელობისას, ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, სხვების დაკავებას, დაპატიმრებას ან არასათანადო მოპყრობას მათ მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების „უკანონო გადაკვეთისთვის“. ამავე პრესრელიზის მიხედვით, ადამიანებს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი სოფლის მეურნეობისთვის იყენებდნენ, ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ, აერჩიათ რუსულ ენაზე სწავლა ან გრძელი და სახიფათო მოგზაურობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლებში გაკვეთილებზე დასასწრებად. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები - მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის მიერ გაშუქებული ცნობები და საერთაშორისო მასალები, რათა ყოველგვარი გონივრული ეჭვის გარეშე დაესკვნა, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო ცალკეული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი, ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ წარმოადგენდეს დარღვევების ნიმუშს ან სისტემას. მეტიც, ინციდენტებზე ეფექტიანი გამოძიების აშკარა არარსებობა და ყველა დაინტერესებული პირის მიმართ ზომების ზოგადი გამოყენება ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად იყო ტოლერანტული მსგავსი პრაქტიკის მიმართ".
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)