|
2024-04-08 21:56:25, 423 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე - შევდივართ აქტიურ ფაზაში, რაც თბილისის ახალი აეროპორტის პროექტირებასა და მშენებლობას გულისხმობს
უახლოეს ხანებში გამოვაცხადებთ ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაზე ტენდერს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკი. გეგმის მიხედვით, რომელიც უფრო დამუშავებასა და დაზუსტებას საჭიროებს, 2029 წლისთვის ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს ახალი აეროპორტი და დავიწყოთ ტრანზიტული პერიოდი, როდესაც თბილისის არსებულ აეროპორტს გადავიტანთ ახალ აეროპორტში, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, მთავრობის დავალებით, ერთი წლის განმავლობაში არაერთი კვლევა ჩაატარა, სადაც ჩართულები იყვნენ სხვადასხვა უწყების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკი. დეტალურად იქნა შეფასებული ორი ვერსია: არსებული აეროპორტის განვითარება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რელოკაცია. „შეირჩა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ყოფილი ტერიტორია, რომელიც დღეს საერთოდ არ ფუნქციონირებს. დღეს პრემიერმა გააჟღერა საბოლოო გადაწყვეტილება და ჩვენ შევდივართ აქტიურ ფაზაში, რაც ნიშნავს თბილისის ახალი აეროპორტის პროექტირებასა და მშენებლობას. უახლოეს ხანებში გამოვაცხადებთ ვაზიანის აეროპორტის გენერალური გეგმის შემუშავებაზე ტენდერს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკი. ეს იქნება ძალიან ინტენსიური სამუშაოები. საკმაოდ ამბიციური განაცხადია იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი აეროპორტი არის 4.5 მილიონი მგზავრის გამტარუნარიანობის და ჩვენ ვსაუბრობთ პირველი ფაზის ფარგლებში წელიწადში ათი მილიონი მგზავრის გამტარუნარიანობაზე, საბოლოო პროექტი კი 20 მილიონი მგზავრის გამტარუნარიანობას გულისხმობს. აქ მხოლოდ აეროპორტებისა და სახელმწიფოს როლზე საუბარი არ არის, კერძო სექტორსაც ძალიან დიდი როლი ენიჭება, რათა ეს ამბიციური განაცხადი ვაქციოთ რეალობად და მოვიზიდოთ ამ რაოდენობის მგზავრები, ავიაკომპანიები და სრულიად სხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურაზეა საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. აეროპორტის გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, არჩევანი გაკეთებულია და ნომერ პირველი გეგმა აეროპორტის განვითარების სამოქმედო გეგმის ფუნდამენტურ დოკუმენტად გარდაქმნაა. „გენერალური გეგმა იქნება ის დოკუმენტი, რომელიც სრულიად მოჰფენს ნათელს პროექტის ფაზებს, კერძო სექტორის ჩართულობას, მათ შორის. კაპიტალურ დანახარჯებს“, – აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ. მისი თქმით, ფინანსური მოდელები დამატებითი კვლევის საგანია, რომელიც ნაწილობრივ იქნება გაწერილი ე.წ. მასტერპლანის დოკუმენტში. „სახელმწიფოს ექნება მნიშვნელოვანი როლი პროექტის როგორც დაფინანსებაში, ისე მართვაში. ასევე, მეტი ბერკეტი იმისთვის, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ობიექტი იყოს სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)