|
2024-04-01 14:50:10, 587 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება სატელეფონო ზარით მიულოცა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება რასაკვირველია მიულოცა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „ბიძინა ივანიშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და გამარჯვება მიულოცა. ეს იყო მთელი ქვეყნის გამარჯვება. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაიდო. ყველაზე კარგია, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება. უნდა ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზეც ღირსეულად წარდგება. ეს ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ ერთჯერადი აქტი არაა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობისაა, მაგრამ ამას დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ეფექტი მოჰყვება. წარმოიდგინეთ რამდენი ბავშვია, რომელსაც გაუჩნდა მეტი მოტივაცია, სურვილი, რომ ფეხბურთელი, სპორტსმენი გამოვიდეს. ეს ყველაფერი თანხვედრაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, სპორტის განვითარების მიმართულებით, არაერთი სამუშაო განხორციელდა, თუმცა მომავალში მსგავსი პროექტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. „ჩვენ, ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, რომ ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურით დავეწიოთ. ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა: სტადიონები, ბავშვთა აკადემიები, სპორტული მოედნების დაბრუნება, რომლებიც კორპუსების ასაშენებლად იყო გაყიდული, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. ეს პროცესი კიდევ უფრო მეტი დოზით გაგრძელდება, რადგან ჩვენ მართლა საფეხბურთო ქვეყანა ვართ - გვაქვს ისტორია, წარსული, აწმყო, რაც ძალიან კარგია, ასევე, მომავალიც. ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, ყველა ფეხბურთელს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს საკუთარი თავი, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. ეს არის პლატფორმა, სადაც მსოფლიოს ყველა ძლიერი გუნდი აკვირდება ფეხბურთელებს, უყურებს მათ შესაძლებლობებს და საუკეთესოებს ყიდულობს. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთელებისთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)