20:14 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-29 10:02:49, 964 ნახვა

ეკონომიკა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა "ლიბერთი ბანკის" გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურ სტატუსამდე გაუმჯობესა.

Moody's-ის დასკვნა ეფუძნება ბოლო წლების განმავლობაში ბანკის მიერ განხორციელებულ პროგრესს. კერძოდ, "ლიბერთიმ" კოვიდ პერიოდის შემდეგ შეძლო სწრაფად აღედგინა და გაეზარდა მომგებიანობის მაჩვენებლები. იგივე პერიოდში განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტში (MSME) 1 მილიარდ ლარამდე პორტფელის დაკრედიტება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ "ლიბერთი ბანკის" პროფილში არის მკაფიო დადებითი ტენდენციები ბიზნეს მოდელის გაუმჯობესებისა და უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით. ასევე, მიესალმებიან ბანკის დაფინანსების დივერსიფიკაციის დინამიკას და ეროვნული ბანკის რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას.
 
Moody's-ის გადაწყვეტილება პერსპექტივის გაუმჯობესებაზე გულისხმობს, რომ სააგენტო იმედოვნებს "ლიბერთი ბანკი" შეძლებს ზრდისა და მომგებიანობის ტენდენციის შენარჩუნებას მომავალში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics