|
2014-12-21 23:45:10, 5628 ნახვა
კულტურა
ზაზა ურუშაძის “მანდარინები” და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” ოსკარისთვის იბრძოლებენ
ამერიკულმა კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან კატეგორიაში წარდგენილი ფილმების მოკლე ნუსხა გამოაქვეყნა. ნომინაციაზე სულ წარდგენილი ფილმებიდან, შერჩეულია 9 ფილმი, რომლებიც “ოსკარისთვის” იბრძოლებენ. მათ შორისაა ზაზა ურუშაძის “მანდარინები” და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”. “მანდარინები” ოსკარზე ესტონეთმა წარადგინა, “სიმინდის კუნძული” კი საქართველომ. ”ვულოცავ ჩემს თავსაც და გიორგი ოვაშვილსაც შორთ ლისტში მოხვედრას ოსკარების!!!!” – დაწერა ზაზა ურუშაძემ სოციალურ ქსელში. გავრცელებულმა ინფორმაციამ ქართველ კინომანებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, სკეპტიკოსებიც კი საქართველოში ოსკარს ელიან. შეგახსენებთ, რომ “ოქროს გლობუსის” დაჯილდოვების ცერემონიალზე ზაზა ურუშაძის ფილმი “ნამდარინები” წარგენილია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)