|
2024-03-20 14:46:52, 910 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და Startup Grind - ის პარტნიორობა გრძელდება
"საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობასა და ტერნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ბანკსა და Startup Grind-ის პარტნიორობა 2024 წელსაც გრძელდება და დაინტერესებულ ადამიანებს, მთელი წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო სიახლე ელით. "საქართველოს ბანკსა" და Startup Grind უკვე 5 წელია რაც თანამშრომლობენ და ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა 45-ზე მეტი ღონისძიება, მათ შორის, საერთაშორისო კონფერენციები. შეხვედრებს 7000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. Startup Grind-ის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ 100-ზე მეტი სპიკერისთვის, მათ შორის, სილიკონ ველის წამყვანი ინვესტორებისთვის, სხვადასხვა კომპანიების დამფუძნებლებისთვის და წარმატებული ქართველი ანტრეპრენერებისთვის მოესმინათ. "საქართველოს ბანკსა" და Startup Grind-ის პარტნიორობის ფარგლებში 2024 წელს ღონისძიებების სერია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, თბილისსა და ბათუმში 10 შეხვედრა ჩატარდება. Startup Grind-ის ღონისძიებები წლების განმავლობაში მხოლოდ თბილისში ტარდებოდა, წელს კი, პირველად, ბათუმში გაიმართება, რაც ვფიქრობ, რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, 10 ღონისძიება გვაქვს დაგეგემილი რითიც სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს მივცემთ შესაძლებლობას, შეხვდნენ საინტერესო და წარმატებულ ადამიანებს და მათი პირადი გამოცდილებები მოისმინონ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". აღსანიშნავია, რომ Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება 25 მარტს ბათუმში ჩატარდება, სადაც სპეციალური სპიკერი "საქართველოს ბანკის" პროექტ 500 Georgia-ს მონაწილე და Arena Games-ის თანადამფუძნებელი, მარი გიორგობიანი იქნება. ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)