00:43 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-26 15:37:06, 778 ნახვა

ეკონომიკა
„Macroeconomic Outlook and 5 key themes for 2024“ - „თიბისი კაპიტალმა“ პუბლიკაცია ახლა უკვე საერთაშორისო აუდიტორიას და პარტნიორებს წარუდგინა

​"თიბისი კაპიტალმა", 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.

ღონისძიება სასტუმროში Swissotel Tbilisi ჩატარდა, რომელიც, "თიბისის" მხარდაჭერით, რამდენიმე დღის წინ, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაიხსნა და რომლისთვისაც პირველი ღონისძიება სწორედ "თიბისი კაპიტალის" საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა იყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ის მოვლენები მიმოიხილეს, რომლებიც 2024 წელს საქართველოს ბიზნესკლიმატს განსაზღვრავს: რთული გეოპოლიტიკური გარემო; არჩევნების ციებ-ცხელება მსოფლიოში; საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილება და სამუშაო ძალის დეფიციტი; საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია.

2024 წელს, "თიბისი კაპიტალი", კვლევების მიმართულებით, ახალ ეტაპზე გადადის და სექტორების ზოგად მიმოხილვასთან ერთად, ბიზნესის მხრიდან დასახელებულ კონკრეტულ კითხვებს სცემს პასუხს.

გაეცანით "თიბისი კაპიტალის" პუბლიკაციას ინგლისურ ენაზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics