|
2024-02-16 10:34:37, 1039 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების გადახედვა - ზეგავლენა სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე
საქსტატმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ისტორიული და უახლესი შეფასებები ზრდის მიმართულებით განაახლა. მართალია, განსხვავებები მკვეთრი არაა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ როგორ მოქმედებს ეს გარემოება ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. აღსანიშნავია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, განსაკუთრებით 2024 წლისათვის, იზრდება ეკონომიკური აქტივობის პროგნოზი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის მეტი ზრდა, შედარებით უფრო მყარ ლართან არის ასოცირებული. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლები, ეკონომიკის პოტენციური დონის შეფასებისათვის ყოველთვის არ გამოდგება. შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მხედველობაშია მისაღები ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენა. მთლიანობაში, "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი გაუმჯობესებულია. მცირედით, თუმცა ამავე მიმართულებით არის ცვლილება ლარის გაცვლითი კურსის კუთხით. მაგალითად, დოლარი/ლარის შემთხვევაში, ნაცვლად წლის ბოლოსთვის ადრე ნავარაუდევი დაახლოებით 2.80 ნიშნულისა, ახლა შეფასება უფრო 2.75-ისკენ იხრება. გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)