13:39 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-11 16:07:50, 1007 ნახვა

სამართალი
ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულსა და მის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტლება რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე პართენიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობა მის ძმას, გოგიტა ორველაშვილსაც შეეფარდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილისთვის ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე მკვლელობა 9 თებერვალს მოხდა. სამართალდამცავებმა 4 ადამიანის მკვლელობისა და ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 1988 წელს დაბადებული გიორგი ორველაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულის ძმას, გოგიტა ორველაშვილს, ის გუშინ, 10 თებერვალს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მისი დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics