13:39 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 14:21:00, 1026 ნახვა

სამართალი
ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს [ვიდეო]

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. 

დაკავება ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ მოხდა, რაც აქტივისტს სასამრთლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება სამების ტაძარში განთავსებულ იოსებ სტალინის გამოსახულებიან წმინდა მატრონას ხატზე საღებავის შესხმას.

ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ ხატს საღებავი შეასხეს 9 იანვარს გავრცელდა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა.

საღებავის შესხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

10 იანვარს, თბილისში, ფერაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე "ალტ-ინფოს" წევრები შეიკრიბნენ და სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტს "ხატის შეურაცხყოფაში" სდებდნენ ბრალს. 

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული.

აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.

მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics