|
2015-02-11 16:17:32, 740 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ „112“-ის თანამშრომლებს საერთაშორისო დღე მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ეწვია და 11 თებერვალს „112“-ის საერთაშორისო დღე მიულოცა. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც შს მინისტრის მოადგილესთან ერთად სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას სტუმრები ადგილზე გაეცნენ. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მობილური ოპერატორების დაფარვის ზონის გარეთ არსებული გეოგრაფიული არეალიდან „GPS თრექერ“-ის საშუალებით „112“-თან წვდომას გულისხმობს. აღნიშნული „თრექერები“, რომლებიც „112“-მა საკუთარი ხარჯებით შეიძინა, განკუთვნილია ტურისტებისთვის და საქართველოს მაღალი რისკის მქონე რეგიონებში გადაადგილებული პირებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მიმართულებად 2015 წელს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა. აღნიშნულ თემაზე მიღებული ზარების შინაარსიდან გამომდინარე, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და „112“-ის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, ცენტრის 2 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადაეცა. ცნობისთვის, „112“-ის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის ამაღლება ადგილობრივ თუ რეგიონალურ დონეზე. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 11 თებერვალი „112“-ის დღედ 2009 წელს გამოცხადდა. საქართველოში უკვე 3 წელია, რაც გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი ფუნქციონირებს, ხოლო ევროპის მასშტაბით ამ ნომრით1991 წლიდან სარგებლობენ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)