|
2023-12-13 10:04:31, 801 ნახვა
საზოგადოება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის იუსტიციის სახლში მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები კამპანიის „იუსტიციის სახლის მეგობარი" ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლში მუშაობის სპეციფიკასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გამოცდილებას გაეცნენ. სტუდენტებისთვის იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტური გაიმართა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ უმასპინძლა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სტუდენტებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების ინოვაციური მეთოდების გაცნობა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება, იუსტიციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შემდეგი წლიდან, იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის გაცნობის მიზნით, ინტენსიურად გაგრძელდება სტუდენტებისა და მოსწავლეების შემეცნებითი ხასიათის ვიზიტები. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისში, ისე სხვადასხვა რეგიონში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)