|
2023-12-12 12:46:14, 711 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლატვიის რესპუბლიკის პოლიციის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე. "შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ლატვიის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა, არმანდს რუკსმა უმასპინძლა. ვიზიტის განმავლობაში, გაიმართა შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასა და ლატვიის რესპუბლიკის პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შორის. შეხვედრებზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გამოხატეს მზაობა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)